სიახლეები და ღონისძიებები 2011:

ბათუმის პირველი საკრუინგო ღონისძიება ჩატარდა 2011 წლის 30 მაისს. ეს გახლდათ ჩვენი პარტნიორების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. უცხოელი პარტნიორების მასპინძლობა იყო უდიდესი სიხარული შპს–“Georgian Sea Gate“–ისთვის.

შპს–“Georgian Sea Gate–ი მიჩნეულ იქნა ერთ–ერთ პირველ საკრუინგო კომპანიად, რომელიც ორიენტირებულია მეზღვაურთა ინტერესებზე.  Georgian Sea Gate–ს ჰქონდა მკაცრი გადაწყვეტილება, რომ დაეცვა მეზღვაურთა უფლებები და ინტერესები როგორც გემზე, ასევე ხმელეთზე.

შპს–“Georgian Sea Gate“–ს ჰქონდა შესაძლებლობა პირისპირ გასაუბრებოდა CST–ის წამყვან სპეციალისტებს: ბატონ დერკ ლასენს,  ქალბატონ ვერენა კუკრიკას, ბატონ ტომას ვოლტერს და აუდიტორ–კაპიტან სპირიდონ სირიგოსს.

კონფერენცია გაიმართა სასტუმრო ერა პალასში,სადაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  მეზღვაურთა უსაფრთხოება, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, გემის საკონტროლო შემოწმება, თავის დაღწევა მეკობრეებისაგან და აშ.

პრეზენტაციის შემდეგ ყველა მონაწილე დაპატიჟებულ იქნა ბანკეტზე, რომელიც გაიმართა რესტორან „ბათუმგორაზე“. ბანკეტის მიმდინარეოიბისას დამსაქმლებლებსა და დასაქმებულეს ჰქონდათ შანსი პირადად გაეცნოთ ერთმანეთი და გაეზიარებინათ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობდა მათ სამომავლო ურთიერთობებს.

შემდეგი დღე  დაეთმო შეხვედრას Georgian Sea Gate–ის ოფისში, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.